Monday, May 9, 2016

მეცხრე დღე

ჩემი პროექტის პორტფოლიო"შემოდგომა"

ამ ტრენინგმა მასწავლა როგორ დავგეგმო ,შევქმნა და დროში გავწერო აქტივობები,მიზნები.გამოვიყენოდამხმარე რესურსები.გავეცანი რომ მოსწავლე არის თავად ჩართული,ხოლო მასწავლევლებელი არის დამხმარე.პროექტული სწავლებისას უვითარდებათ მოსწავლეებს 21 -ე საუკუნის  უნარები.კურსის გავლისას გავეცანისხვადასხვა სახის შეფასებებს,რომლის საშუალებითაც მოსწავლეები შეძლებენ მიცემული   დავალების ადვილად შესრულებას და მიიღებენ შესრულებული დავალების უკუკავშირს

Sunday, May 8, 2016

მერვე დღე

 მეშვიდე და მერვე მოდული დამეხმარა დავფიქრებულიყავი მასწავლებელზე,როგორც ფასილიტატორზე,დიფერენცირებულ სწავლებაზე და მოსწავლის მხარდაჭერაზე   შემდეგი თვალსაზრისით:მასწავლებელი  დიფერენცირებულ   მიდგომას იყენებს პროექტული სწავლების დროს   ,რათა ყველა მოსწავლე  ჩართოს აქტივობებში მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით.მასწავლებელი  ქმნის  მოსწავლის მხარდამჭერ ელექტრონულ  ფორმატს ,რათა მსწავლემ  დამოუკიდებლად შეძლოს   თავისი   უნარ-ჩვევების  და ფაქტობრივი  ცოდნის   გამოყენება.ფასილიტაცია  იმისთვის არის  საჭირო  ,რომ გეზი
მივცეთ  მოსწავლეებს და გაუადვილოთ  თავისი   საბაზისო   ცოდნის  გამოყენება.გაუკეთოთ  სკაფოლდინგი   მათი სწავლის გასაადვილებლად

Saturday, May 7, 2016

მეშვიდე დღე


მიმდინარე მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლეზე  ორიენტირებული    შეფასების ფორმები  შემდეგი თვალსაზრისით: პორტფოლიოს რუბრიკის გამოყენებით,შევაფასეთ კოლეგის ნამუშევარი,გავეცანით  პროექთის რუბრიკას და მოვახდინე მისი  მოდიფიცირება ,მოვარგე ჩემს მოსწავლის სავარაუდო ნაშრომს   ,პროექტის გეგმაში შევიტანე ცვლილება,კერძოდ შეფასების დროის ჩარჩოში   ჩავამატე  ჩეკლისტი და რუბრიკა  და ბოლოს გეგმის შაბლონში გავწერე   პროექტში   გამოყენებული  შეფასების მეთოდის მიზნები

Sunday, April 24, 2016

მეექვსე დღე

შევქმენი სავარაუდო ნაშრომი,ჩავდექი მოსწავლის როლში,გავიზიარე მისი ცოდნა
და შევქმენი სლაიდშოუ,გავაკეთე ჩეკლისტი ,რომელიც მოეხმარება ააწყოს სლაიდები და გააკეთეს თვითშეფასება

Saturday, April 23, 2016

მეხუთე დღე

ეს მოდული დამეხმარა დავფიქრებულიყავი რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე კერძოდ,ბლოკზე განვათავსე საკუთარი პრეზენტაციები,შემდეგ მოვახდინე კოლეგის პრეზენტაციის შეფასება(სასწავლო მიზნები დასაკვანძო კითხვების0,შეფასების რუბრიკით.მივეცი განმავითარებელი შეფასება .ვისწავლე bookmark გამოყენება,რომ უკეთ დავიმახსოვრო საჭირო საიტები და სწრაფად გადავიდე იმ საიტებზე,გავეცანი სხვადასხვა  საძიებო სისტემებს .,გავეცანი საავტორო უფლებების დაცვის მექანიზმებს,რომელიც უნდა გავაცნო მოსწავლეებს,რომ დაიცვან საავტორო უფლებები

Sunday, April 17, 2016

მეოთხე დღე

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა განმავითარებელი ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით;
გავეცანი 5 სტრატეგიას
გავეცანი ამ სტრატეგიებში ჩადებული შეფასების მეთოდებს და ინსტრუმენტებს
ეს შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები დამეხმარა  მოსწავლეების წინარე ცოდნის დადგენაში,შევამოწმე  მათი თანამშრომლობა, მეტაშემეცნება დ გაგება
გავაკეთე ჩემი პროექტის პრეზენტაცია

Saturday, April 16, 2016

მესამე დღე


ეს მოდული დამეხმარა გამომეყენებინა სტანდარტზე მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვების გამოყენება რამდენიმე მიმართულებით;
სტანდარტები მოვარგე ჩემს მიერ დაგეგმილ პროექტს
შევიმუშავე პროექტის მიზნები
მიმართულების მიმცემი კითხვები დამეხმარა მოსწავლეების გამოწვევაში